ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ ბათუმს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ ბათუმს ეწვევა. როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, პრემიერი ბათუმში სასაზღვრო პოლიციის მცურავი საშუალებების ბაზირების პუნქტის ნავმისადგომს ხვალ, 11:00 საათზე გახსნის.
“თანამედროვე სტანდარტების სტრატეგიული ობიექტი – ახალი ნავმისადგომი, რომელიც აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით აშენდა, მიზნად ისახავს სანაპირო დაცვის შესაძლებლობებისა და ქვეყნის საზღვაო უსაფრთხოების გაძლიერებას. ნავმისადგომი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით და სრულიად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს”, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.
ამავე ინფორმაციით, 12:30 საათზე პრემიერ-მინისტრი კომპლექს “ალიანს პალასის” მშენებლობასაც ჩაუყრის საძირკველს.
38-სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსის ჯამური ინვესტიცია 45 მილიონი დოლარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები