გიორგი კვირიკაშვილი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა.
„საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრებ მოსახლეობაზე ზრუნვა არის ჩვენი განსაკუთრებული პრიორიტეტი, სწორედ ამას ემსახურება დღევანდელი კონცერტი. კიდევ ერთხელ მინდა ქალბატონ ლიანა ისაკაძეს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო, ამ ბავშვებისთვის, ამ ახალგაზრდებისთვის ეს იქნება დაუვიწყარი შესაძლებლობა ეზიარონ მაღალ ხელოვნებას და ვფიქრობ, რომ მათ ცხოვრებაში დღევანდელი საღამო დაუვიწყარი იქნება. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს დიპლომატებს დღეს მობრძანებისათვის“, – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრებ ახალგაზრდებთან შეხვედრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები