ქართული პროდუქცია რიგის ყოველწლიურ გამოფენაზე – Riga Food 2015-ი გაიხსნა

რიგაში ბალტიისპირეთში ყველაზე დიდი საკვები მრეწველობის ყოველწლიური გამოფენა Riga Food 2015 გაიხსნა, რომელიც 5 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. გამოფენა ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაიმონდს ვეიონისმა და ლატვიის სოფლის მეურნეობის მინისტრმა იანის დუკლავსმა გახსნეს.
აღნიშნულ გამოფენაზე საქართველოს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს და ლატვიაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით წარმოდგენილი იქნა ქართული პროდუქციის ფართო ასორტიმენტი. ქართული სტენდი ერთ-ერთი მოცულობითი იყო სხვა სტენდებს შორის. მასზე წარმოდგენილი იყო მინერალური წყალი „ნაბეღლავი“, კომპანია „ზედაზენის“- ლუდი და გამაგრილებელი სასმელები, ქართული ჩაი „გურიელის“ ასორტიმენტი, კომპანია „კულას“ მრავალფეროვანი პროდუქცია და ქართული თხილი. გამოფენის დროს ქართულ სტენდთან მოწვეული გახლდათ ლატვიის სოფლის მეურნეობის მინისტრი იანის დუკლავსი, რომელმაც დააგემოვნა ქართული პროდუქცია და დადებითად შეაფასა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები