ტელეკომპანია GDS-ზე მალე პოლიტიკური ტოქშოუ და სხვა ახალი გადაცემები გავა

ტელეკომპანია GDS-ის პროდიუსერის ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, ახლო მომავალში არხზე პოლიტიკური ტოქშოუსა და სხვა ახალი პროექტების დაწყებაც იგეგმება.
ამის შესახებ მაღლაფერიძემ გაზეთ „რეზონანსს“ განუცხადა.
“პოლიტიკური ტოქშოუც გვექნება მალე, მაგრამ წინასწარ არ მინდა ამაზე საუბარი, ყველაფერი გამოჩნდება, რაც იქნება. გაზეთებით და სოციალური ქსელებით ამ საკითხებზე არ საუბრობენ. თავის დადგენილ ვადაში ყველაფერი გავა. ცხადია, რომ ყველაფერი იქნება ისე, როგორც საჭიროა. ახალ სეზონზე რამდენიმე ახალი გადაცემა გვექნება, ამასთან დაკავშირებით ინტენსიური სამუშაო მიდის. ზოგი სექტემბრიდან, ზოგი კი ოქტომბრის დასაწყისიდან გავა. ეს არის რეორგანიზაციის შედეგი”, – აცხადებს ვასილ მაღლაფერიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები