ლონდონში ქართული ღვინოების დეგუსტაცია გაიმართა

ქართული ღვინის მწარმოებელმა ოთხმა კომპანიამ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ლონდონში გამართულ ერთდღიან გამოფენა-დეგუსტაციაში – Emerging Regions Tasting-ში მიიღო მონაწილეობდა.
დეგუსტაციისთვის წარმოდგენილი იყო KTW (კახური ტრადიციული მეღვინეობა), „ჩელთი“, „ლაგვინარი“ და „ტყუპების საღვინე მარანი“.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, დიდი ბრიტანეთი, 2014 წლისთვის გამოიკვეთა, როგორც ქართული ღვინის ექსპორტისათვის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი ბაზარი.
2015 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით, ექსპორტმა შეადგინა 30 635 ლიტრი, რაც 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 33%-ით აღემატება.
ქართული კომპანიების მონაწილეობა მსგავს გამოფენაში მიზნად ისახავს ქართული ღვინის პოპულარიზაციას და ცნობადობის ამაღლებას ლონდონში – ქალაქი, რომელიც ითვლება მოდისა და გემოვნების დამფუძნებლად ღვინის ინდუსტრიაში.
ქართული ღვინის მწარმოებლებთან თანამიმდევრული და მიზანმიმართული თანამშრომელობით, შესაძლებელია ინგლისში ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი ტენდენციის შექმნა.
აღნიშნულ ღონისძიებას ჟურნალისტები, ღვინის პროფესიონალები, მაგისტრები, ასევე საცალო და საბითუმო ვაჭრობით დაინტერესებული პირები დაესწრნენ.
სტუმრებს შორის იყო ცნობილი ღვინის მაგისტრი სარა ებოტი, რომელიც უძღვებოდა ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარს – Tradition and modernity in Georgia.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები