ირაკლი აბესაძემ და სევდია უგრეხელიძემ ბრიფინგი გამართეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ფრაქციების: „ნაციონალური მოძრაობა-თბილისი“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარეებმა – ირაკლი აბესაძემ და სევდია უგრეხელიძემ ბრიფინგი გამართეს, რომელზეც თბილისის მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრეს.
დეპუტატებმა საკადრო ცვლილებების შესაძლო შედეგებზე, განსახორციელებელ ღონისძიებებზე და გუნდური მუშაობის უფრო ინტენსიურად წარმართვაზე გაამახვილეს ყურადღება. ბრიფინგზე ირაკლი აბესაძემ მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის უფროსის შესარჩევი კონკურსის გამოცხადების აუცილებლობაზეც ისაუბრა და ქალაქის მერს დავით ნარმანიას სამთავრობო გუნდის მთლიანად შეცვლისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები