ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოსთან ე.წ. საზღვარი ჩაკეტა

სოხუმის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, ე.წ. ენგურის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე „უცხოეთის მოქალაქეთა“ გადასვლა დროებით შეიზღუდა. როგორც სააგენტო „სპუტნიკს“ ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში აცნობეს, ეს გადაწყვეტილება „ტექნიკური მიზეზებით“ არის გამოწვეული.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ძველი რეჟიმის აღდგენის შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი.
„უცხოეთის მოქალაქეებს აფხაზეთში შესვლა საკონტროლო – გამშვებ პუნქტ „ფსოუს“ გავლით შეუძლიათ“, – ნათქვამია ამ ინფორმაციაში. ამ გადაწყვეტილების მიხედვით, ეს შეზღუდვა აფხაზეთში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებზე არ იმოქმედებს. შეეხება თუ არა ეს შეზღუდვები გალის რაიონში მცხოვრებ ქართველებს, რომლებიც ე.წ. საზღვარს რეგულარულად კვეთენ, ამ ეტაპზე უცნობია. შეგახსენებთ, რომ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით ფსოუს და ზარამაგის საკონტროლო- გამშვები პუნქტები ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში უკანონოდ ითვლება და მათი გავლით ოკუპირებულ რეგიონებში მოხვედრა ამ კანონის დარღვევას ნიშნავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები