ვაკე- საბურთალოს დამაკავშირებელი ახალი გზა 15 სექტემბრისთვის აღდგება

13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული ახალი გზა 15 სექტემბრისთვის ნაწილობრივ გაიხსნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განუცხადა.
როგორც მერმა აღნიშნა, აღნიშნული გზის მეორე მხარის აღდგენას თვის ბოლოსთვის ვარაუდობენ.
“კონტრაქტორ კომპანიასთან შეთანხმებული გეგმის მიხედვით, 15 სექტემბრისთვის გაიხსნება თამარაშვილიდან გამომავალი გზა, რომელიც პოლიციის შენობის გავლით, ერთი მხრივ, ვაკეს, მეორე მხრივ კი, საბურთალოს დაუკავშირდება, ამ დროისთვის ასევე გაიხსნება გმირთა მოედნისა და თამარაშვილის დამაკავშირებელი გზის ერთი მხარე, რომელზეც ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. პროექტი შეთანხმებული გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და რაიმე სახის ჩამორჩენა არ გვაქვს. ინტენსიური სამუშაოები როგორც დღის, ისე ღამის განმავლობაში მიმდინარეობს”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები