გორის სკოლები სასწავლო წელს განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდებიან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და მინისტრის მოადგილეები საჯარო სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გაცნობას აგრძელებენ.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მინისტრის მოადგილე ლია გიგაური გორის მუნიციპალიტეტის სოფლების საჯარო სკოლებში განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
გამოიცვალა სახურავი, კარ-ფანჯარა, გაკეთდა სარინელი, შეილესა და შეიღება კედლები. თუმცა, ინფრასტრუქტურის განახლება ამით არ დასრულებულა და პროცესი მომავალშიც გაგრძელდება სკოლის სრულ რეაბილიტაციამდე.
რაც შეეხება სოფელ ქვემო არცევში არსებულ სკოლას, მას წლების მანძილზე რეაბილიტაცია არ ჩატარებია. დღეს კი სკოლა სრულად რეაბილიტირებულია, განახლებულია ინფრასტრუქტურა და მორგებულია თანამედროვე სტანდარტებს, სკოლა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, ახალი სასწავლო წლისთვის კი აღიჭურვება ახალი ინვენტარით. გორის მუნიციპალიტეტში სულ 67 საჯარო სკოლაა და მათგან ყველა სკოლაში განხორციელდა სხვადასხვა ტიპის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები