გიორგი კვირიკაშვილი თამარ ბერუჩაშვილზე: ღირსეული გადაწყვეტილება იქნება მიღებული

საქართველოს საგარეო საქმეთა ახალი მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ თამარ ბერუჩაშვილთან დაკავშირებით ღირსეული გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
როგორც კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, ამ საკითხზე მსჯელობენ და გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მიიღებენ.
“ქალბატონი თამარი არის გამოცდილი დიპლომატი. ის დიდი ხანია ჩემი მეგობარია. მე მგონი, ღირსეული გადაწყვეტილება იქნება მიღებული”, – განაცხადა კვირიკაშვილმა. ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლისას ახალმა მინისტრმა წინამორბედს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები