სოფიის ინტერპოლის ბიუროს თანამშრომლებმა, თბილისის ინტერპოლის ბიუროსთან თანამშრომლობით, 2009 წლიდან იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს საჩხერის რაიონული სამმართველოს მიერ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი, საქართველოს მოქალაქე, 1971 წელს დაბადებული ზაზა ბ. ბულგარეთის რესპუბლიკაში, ქალაქ სილისტრაში დააკავეს.
ზაზა ბ-მ 2009 წლის 27 სექტემბერს, ეჭვიანობის ნიადაგზე, შურისძიების მიზნით, მოქალაქეს საკუთარ საცხოვრებელ სახლში ცივი იარაღით სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
თბილისის ინტერპოლის ბიუროს თანამშრომლებმა ზაზა ბ-ს ექსტრადირება მოახდინეს. იგი სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაშია შესახლებული.