ეკა მიშველაძის ტოქშოუს შესაძლო დახურვას თამაზ ტყემალაძე გამოეხმაურა

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე თამაზ ტყემალაძე ეკა მიშველაძის ტოქშოუს დახურვასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

როგორც „კვირას“ თამაზ ტყემალაძემ განუცხადა, ხვალ ტელეკომპანიაში თათბირია დაგეგმილი და შესაძლოა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იყოს საუბარი. ტყემალაძემ აქვე დასძინა, რომ აღნიშნულ ინფორმაციას მასთან არ მიუღწევია.

“ჩემამდე არ მოსულა ეს ინფორმაცია. ხვალ თათბირია ჩანიშნული და შესაძლოა აღნიშნულ საკითხზეც იყოს საუბარი”, – განუცხადა “კვირას ტყემალაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ეკა მიშველაძის ტოქშოუ „პირველი სტუდია“ იხურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები