სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა დევნილებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისსა და გორში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს. სახალხო დამცველის აპარატის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრები მიზნად ისახავდა რეგიონში არსებული პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების განხილვას.

“პროექტის კოორდინატორმა დევნილებს მიაწოდა ინფორმაცია, იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკაში არსებული სიახლეებისა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობაზე ამ მიმართულებით. დისკუსიის მიმდინარეობისას ისაუბრეს რეგიონში არსებულ პრობლემებზე, მათ გამომწვევ ფაქტორებსა და თანამდევ შედეგებზე. შეხვედრების შედეგად გამოიკვეთა, რომ ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას რეგიონებში მცხოვრებ იდევნილი მოსახლეობისათვის ინფორმაციის ნაკლებობა წარმოადგენს. კერძოდ, ისინი არ ფლობენ ინფორმაციას იმ სიახლეებსა და მოვლენებზე, რომლებიც უშუალოდ ახდენენ გავლენას მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე. კვლავ პრობლემად რჩება ნელი ტემპით მიმდინარე საცხოვრებელი ფართების დევნილთათვის საკუთრებაში გადაცემის პროცესი და ამა თუ იმ ობიექტში უმძიმესი საცხოვრებელი პირობები. შეხვედრები გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატისა და საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს დაფინანსებით მოქმედი პროექტის, „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერა იძულებით გადაადგილებულ პირთა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა პრობლემების გადასაჭრელად“ ფარგლებში ჩატარდა“, -აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები