საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.

დეპუტატებმა სხდომაზე საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციებზე იმსჯელეს, რომლებიც საქართველოს სახალხო მწერლის – რევაზ მიშველაძისთვის და საქართველოს სახალხო არტისტისთვის – ჯუმბერ ბერაძისათვის თბილისის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებას ეხება.

ასევე ამაზე სხდომაზე კომისიის წევრებმა, თბილისის მერიის ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის # 19 ხელოვნების სკოლის დირექტორის, ღირსების ორდენის კავალერის – თამაზ მოლაშვილისათვის, „თბილისზე მზრუნველის“ სტატუსის მინიჭების საკითხიც განიხილეს.

კომისიის სხდომას ესწრებოდნენ და განხილვაში მონაწილეობას იღებდნენ განათლებისა და კულტურის კომისიასთან არსებული სათათბიროს წევრები, რომლებმაც ყველა წარმოდგენილ კანდიდატს მხარი დაუჭირეს. სხდომაზე, აგრეთვე მოწვეულნი იყვნენ ინიციატორები.

დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს, განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს, რის შედეგადაც აღნიშნული რეკომენდაციები თბილისის მერიის შესაბამის კომისიას განსახილველად გადაეგზავნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები