პრემიერი მარტვილსა და საგარეჯოში დაგეგმილი შუალედური არჩევნებისთვის “ქართული ოცნების” კანდიდატებს დღეს წარადგენს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მარტვილსა და საგარეჯოში დაგეგმილი შუალედური არჩევნებისთვის “ქართული ოცნების” კანდიდატებს დღეს წარადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას “ქართული ოცნება” ავრცელებს. წარდგენა კოალიციის ცენტრალურ ოფისში 11:00 საათზე გაიმართება.
საგარეჯოსა და მარტვილში პარლამენტის შუალედური არჩევნები ოქტომბერში უნდა ჩატარდეს. ამ ორი რაიონის ამომრჩეველს პარლამენტში საკუთარი წარმომადგენელი არ ჰყავს, რადგან მარტვილის მაჟორიტარი ნაული ჯანაშია რამდენიმე თვის წინ ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა, საგარეჯოს მაჟორიტარი თინა ხიდაშელი კი თავდაცვის მინისტრი გახდა.
არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები შუალედურ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები