საოკუპაციო რეჟიმის მიერ ბერშუეთიდან გატაცებული მწყემსები ჯარიმის გადახდის შედეგად გაათავისუფლეს

ოთხი დღის წინ, ბერშუეთიდან გატაცებული ორი მწყემსი საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. ჯარიმის გადახდის შემდეგ წუხელ გვიან ღამით, გაათავისუფლა, – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
25 აგვისტოს, სოფელ ბერშუეთიდან, 75 წლის მურაზ ჯავახიშვილი და 40 ელის ივანე სეხნიაშვილი ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. ისინი საოკუპაციო რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ჯავახიშვილის და სეხნიაშვილის დაკავება ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე იმ დროს მოხდა, როდესაც მწყემსები მსხვილფეხა პირუტყვს მწყემსავდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, სეხნიაშვილის და ჯავახიშვილის გასათავისუფლებლად მათმა ახლობლებმა 2000 რუბლი გადაიხადეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები