ტასოევი – ნატოს საქართველო ჩრდილოეთ კავკასიაში სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის სჭირდება

„ნატო საქართველოში იმ მიზნით გააქტიურდა, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში სიტუაციის დესტაბილიზაცია მოაწყოს“, – ამის შესახებ სააგენტო სპუტნიკს“ ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტის წევრმა დიმიტრი ტასოევმა განუცხადა.
მან ეს კომენტარი, თბილისთან ახლოს ნატოს საწვრთნელი ცენტრის გახსნის ფაქტზე საუბრისას გააკეთა. „ჩვენ საქართველოსა და ნატოს მჭიდრო ურთიერთობები ძალზე გვაშფოთებს. ამ ნაბიჯების ძირითადი მიზანია – ჩრდილოეთ კავკასიაში სიტუაციის დესტაბილიზაცია და იქ რუსეთის პოზიციების შესუსტება, რაც, ბუნებრივია, სამხრეთ ოსეთზეც იმოქმედებს“, – აცხადებს ტასოევი.
მისივე თქმით, ერთობლივი სასწავლო ცენტრის გახსნა დაძაბულობის ესკალაციას გამოიწვევს და რეგიონში სიტუაციას საფრთხეს შეუქმნის.
ამასთან, ე.წ. პარლამენტის წევრმა განაცხადა, რომ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების დონე რუსეთთან სამეკავშირეო ხელშეკრულების რეალიზების პარალელურად გაიზრდება. აღნიშნული შეთანხმება ერთიანი თავდაცვის სივრცის შექმნას ითვალისწინებს. შეგახსენებთ, რომ თბილისთან ახლოს, კრწანისის სასწავლოს ცენტრის სიახლოვეს ნატოს საწვრთნელი ცენტრი გაიხსნა. ცერემინიას საქართველოში ოფიცილაური ვიზიტით მყოფი ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები