სოჭსა და ბიჭვინთას შორის საზღვაო მიმოსვლა შეწყდა

კატამარან „ნეპტუნის“ ტექნიკური პრობლემების გამო სოჭსა და ბიჭვინთას შორის საზღვაო მიმოსვლა შეწყდა. ის, სავარაუდოდ, 2016 წელს განახლდება. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
კომპანია „ერთიანი სატრანსპორტო დირექციის“ ინფორმაციით, ვინაიდან გემის რემონტს ერთ თვეზე მეტი დასჭირდება, საზღვაო მიმოსვლა 2016 წლამდე არ განახლდება.
„შემოდგომის პერიოდში კატამარანის მოძრაობა არარენტაბელურია. ამის გამო მიღებულია გადაწყვეტილება საზღვაო მიმოსვლა 2016 წელს განახლდეს“, – განუცხადეს „სპუტნიკს“ ერთიან სატრანსპორტო დირექციაში.
კატამარანმა „ნეპტუნმა“ სოჭი-ბიჭვინთას მიმართულებით კურსირება მიმდინარე წლის 18 აგვისტოს დაიწყო, თუმცა 21 აგვისტოს ტექნიკური პრობლემების გამო მოძრაობა სოჭსა და ოკუპირებულ აფზაზეთს შორის შეჩერებული იყო. 2013 წელს გახსნილი სამგზავრო კატამარანების მოძრაობა არარენტაბელობის გამო მალევე შეჩერებული იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები