სოხუმში მოსკოვის მკვიდრი მოკლეს

მოსკოვის მკვიდრი დიმიტრი მავროპულოსი, რომელიც სოხუმში დროებით ცხოვრობდა, დაუდგენელმა პირებმა მოკლეს. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სააგენტო „სპუტნიკს“ შეატყობინა.
„დაახლოებით 21.35 სთ-ზე სოხუმში, აკირტავას ქუჩაზე მდებარე რესტორან „ბასლაში“ ორმა პირმა, სავარაუდოდ, „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტიდან თავში ორი გასროლით მოკლეს დიმიტრი მავროპულოსი, მოსკოვის მკვიდრი, რომელიც დროებით ცხოვრობდა სოხუმში“, – ნათქვამია ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები