რაულ ხაჯიმბას თქმით, საქართველო-აფხაზეთის ე.წ. საზღვარზე კონტროლი გაძლიერდება

„აფხაზეთის ხელისუფლება შესაბამის ზომებს მიიღებს აფხაზეთ-საქართველოს საზღვრის კონტროლის გასაძლიერებლად და სასაზღვრო პუნქტების შესამცირებლად“, – ეს განცხადება ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ გააკეთა.

სააგენტო „სპუტნიკის“ ინფორმაციით, ხაჯიმბას თქმით, საზღვარი არ შეიძლება საცერს ჰგავდეს, რომლის გავლით კონტრაბანდული ტვირთების გადატანა ხდება. ეს, ე.წ. პრეზიდენტის თქმით, აფხაზეთის ეკონომიკას საფრთხეს უქმნის.

„ჩვენ არ უნდა დავხუჭოთ თვალები იმაზე, რომ ბოსტნეული, სამრეწველო საქონელი და ავეჯიც კი საქართველოდან მოაქვთ. როგორც კი ამ პროცესის წინააღმდეგ გამოდიხარ, ერთი მხარე პროტესტს იწყებს, ხოლო მეორე ამბობს, რომ ეს შუძლებელია. მოდით მოვიფიქროთ, როგორ გამოვიყენოთ ეს საკითხი ჩვენს სასარგებლოდ“, – ამბობს ხაჯიმბა. მისივე თქმით, რუსეთთან საზღვრის დაცვაზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ე.წ. აფხაზეთ-საქარეთველოს საზღვარი საინჟინრო ნაგებობებით გაძლიერდება, რასაც 3 წლამდე დაჭირდება. „ამ საკითხებზე რუს მესაზღვრეებთან ერთად მუშაობა უკვე მიმდინარეობს“, – აცხადებს ხაჯიმბა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები