მუსკომედიის თეატრი ბუქარესტში „NETA“-ს საერთაშორისო ფესტივალზე გაემგზავრა
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის დასი ბუქარესტში, „NETA“-ს საერთაშორისო ფესტივალზე გაემგზავრა. ბუქარესტის ნაციონალურ თეატრში, უცხოელი მაყურებლის წინაშე დასი სპექტაკლით „შუა ზაფხულის ღამის სიზმარი“ წარსდგება. სპექტაკლის რეჟისორი დავით დოიაშვილია.