ბათუმში გამოიდარა
წუხელ მოსულმა უხვმა ნალექმა აჭარის რეგიონს პრობლემები შეუქმნა. ბათუმსა და ფოთში წყალმა ცენტრალური ქუჩები დატბორა და სახლების პირველი სართულები დაფარა. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის წარმომადგენელმა ზვიად ჯაფარიძემ განუცხადა, ამ დროისთვის ბათუმში გამოიდარა და წყლის დონემ საგრძნობლად იკლო. მისივე თქმით, აჭარის სამაშველო-სახანძრო ბრიგადა მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა. ამოტუმბვითი სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
ამ დროისთვის ცენტრალურ ქუჩებში მოძრაობა შეუფერხებლად ხორციელდება. შტორმის საშიშროება კი ჯერჯერობით არ არის.