ბათუმში იმერეთის, ზემო სვანეთის, ქუთაისისა და თბილისის სამაშველო სამსახურებია მობილიზებული

ბათუმში მოსული უხვი ნალექისა და დატბორილი უბნების გამო შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში 100-ზე მეტი გამოძახება შევიდა, – ამის შესახებ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ.
როგორც “კვირას” სააგენტოდან აცნობეს, ბათუმში მოსულ უხვ ნალექთან დაკავშირებით, გარდა ადგილობრივისა, დამატებით იმერეთის, ზემო სვანეთის, ქუთაისისა და თბილისის შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ტექნიკაა მობილიზებული.
“მოსულ უხვ ნალექთან დაკავშირებით, მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის მთავარი სამმართველოს შემადგენლობა და ტექნიკა. დამატებით მობილიზებულია იმერეთისა და ზემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ტექნიკა და შემადგენლობა. ყველა გამოძახებაზე ხდება მყისიერი რეაგირება და სამაშველო სამუშაოები ჩატარდება და გაგრძელდება მანამ, სანამ მთლიანად არ იქნება ლიკვიდირებული შედეგები”, – აცხადებენ შსს აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოში.
ამავე ინფორმაციით, 26 მაისის, აღმაშენებლის, ლერმონტოვის, მელიქიშვილის, ბაგრატიონის ქუჩების ნაწილია დატბორილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები