ფოთის ქუჩები დატბორილია, ერთ-ერთ ქვესადგურს კი მეხი დაეცა

ძლიერმა წვიმამ ბათუმის გარდა პრობლემები შექმნა ფოთშიც. ფოთის ცენტრალური ქუჩების ნაწილი დაიტბორა. წყალმა მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებში შეაღწია და საყოფაცხოვრებო ტექნიკა დააზიანა.
როგორც “კვირას” ფოთის მაცხოვრებელმა განუცხადა, ერთ-ერთ ქვესადგურს მეხი დაეცა, რის გამოც ქალაქს ელექტროენერგია შეუწყდა. ამ დროისთვის ფოტში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია.
მერია 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები