გიგლა აგულაშვილი ფოთელ მეთევზეებს შეხვდა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი სამეგრელოს რეგიონს სტუმრობდა, მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულიასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ფოთელ მეთევზეებს შეხვდა.
უწყების პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე თევზჭერის სფეროში არსებული პრობლემები და თევზის რესურსის მდგრადი მოპოვების საკითხები განიხილეს. გიგლა აგულაშვილის გადაწყვეტილებით, უახლეოს მომავალში რეგიონში დამატებით ექსპერტთა ჯგუფი ჩავა, რომელიც ადგილობრივ მეთევზეებს თევზჭერის პრობლემებთან დაკავშირებით კონსულტაციებს გაუწევს.