სამართალდამცველებმა მდინარე მტკვარზე უკანონო თევზაობის ფაქტი აღმოაჩინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს გარემოსდაცვითი სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო თევზაობის ფაქტი აღმოაჩინეს.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კარათაკლიას მიმდებარედ, მდ.მტკვარზე მოქალაქე ანკესზე მობმული სახლართი ბადით თევზაობდა.
აღნიშნული ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა შესაბამის ორგანოს.