ცხოველთა უფლებების დაცვის მოთხოვნით მანიფესტაცია და აქცია გაიმართა
რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ცხოველთა უფლებების დაცვის მოთხოვნით მანიფესტაცია და აქცია გამართა. მათი თქმით, ქვეყანაში ცხოველთა მიმართ დამოკიდებულების მხრივ საგანგაშო მდგომარეობაა.
აქტივისტებმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მსვლელობა მოაწყვეს და თბილისის საკრებულოსთან შეიკრიბნენ.
აქტივისტების კიდევ ერთი მოთხოვნა ზოოპარკს უკავშირდება. ცხოველთა უფლებების დამცველები მოითხოვენ, რომ ტიპიური ზოოპარკის ნაცვლად ნაკრძალის ტიპის დაწესებულება შეიქმნას.