კახეთში სტიქიის შედეგებს ითვლიან
კახეთში სტიქიის შედეგებს ითვლიან. ყვარლის რაიონის გამგეობაში შექმნილი სპეციალური კომისია მუშაობას, სავარაუდოდ, დღეს დაასრულებს.
პირველადი მონაცემებით, ძლიერი სეტყვის შედეგად დაზარალებული ოჯახების რაოდენობა 500-ს აჭარბებს. ჯერჯერობით უცნობია ზარალის ზუსტი ოდენობა.
წინასწარ ცნობილია, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მხოლოდ იმ ოჯახებს დაეხმარება, რომლებსაც სეტყვის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაუზიანდათ. რაც შეეხება დაზღვეულ ვენახებს, ხეხილისა და საზამთროს ბაღებს, კომპენსაციას სადაზღვევო კომპანიები გასცემენ.
დაზრალებულ მოსახლეობას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები შეხვდნენ. პარტიის ლიდერებმა ხელისუფლებას მოსახლეობის დახმარებისკენ მოუწოდეს.