ბარცხანას სანაპირო ნავთობის ნარჩენებით დაბინძურდა
ბარცხანას სანაპირო ნავთობის ნარჩენებით დაბინძურდა, ზღვაში ნავთობი სავარაუდოდ მდინარე ბარცხანამ ჩაიტანა და სასტუმრო სანაპიროს მიმდებარე ტერიტორია დააბინძურა. პლაჟის და ზღვის ნაპირის დაბინძურების გამო ბანაობა დროებით აიკრძალა.
როგორ მოხვდა ნავთობი მდინარეში გაურკვეველია – ერთ-ერთი ვერსიით მან ბათუმის ნავთობტერმინალიდან გაჟონა, რის გამოც, კომპანია გარემოს დაბინძურების გამო შესაძლოა დაჯარიმდეს. ნავთობტერმინალის წარმომადგენლები კი ამტკიცებენ, რომ ძლიერი წვიმის გამო მდინარეში ნავთობით გაჟღენთილი ნიადაგი ჩამოიშალა და გაჟონვა უშუალოდ ტერმინალიდან არ მომხდარა.
ბათუმში ნავთობით დაბინძურებული სანაპიროს გაწმენდა დასრულებულია.