აგვისტოს ბოლომდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არამდგრადი ამინდები შენარჩუნდება

თვის ბოლომდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არამდგრადი ამინდები შენარჩუნდება.

როგორც “კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოში განუცხადეს, დღეს და ხვალ როგორც აღმოსავლეთ ისე დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვაც.

“დღეს როგორც აღმოსავლეთ ისე დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ღრუბლიანობა მოიმატებს ზოგან იქნება ხანმოკლე წვიმა და ელ-ჭექი,დაბლობში ჰაერის ტემპერატურა 31-36 გრადუსი იქნება, მთაში 28-34,მაღალმთაში 26-31 გრადუსი. ზღვისპირა რაიონებში შედარებით დაბალი ტემპერატურა იქნება და ჰაერი 31 გრადუსამდე გათბება, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელ-ჭექით, შესაძლებელია სეტყვა, ტემპერატურა ბარში 27-32 გრადუსის ფარგლებში იქნება, მთაში ჰაერი 25-30 გრადუსამდე გათბება ხოლო მაღამ მთაში 21-დან 26 გრადუსამდე, თბილისშიც შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელ-ჭექით, დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის ქარი, რაც შეეხბა ამინდის ხვალინდელ პროგნოზს, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში იქნება ხანმოკლე წვიმა ელ-ჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი, დაბლობაში ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიწევს. თბილისშიც მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელ-ჭერქით, ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე გათბება. თვის ბოლომდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არამდგრადი ამინდები შენარჩუნდება“, – განუცხადეს “კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები