შსს ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად აქციაში „გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე“ მონაწილეობას განაგრძობს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, აქციის „გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე“ ფარგლებში, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ აქციაში უკვე მესამე წელია მონაწილეობს. სამინისტროს ყველა დეპარტამენტის თანამშრომლები, „სისხლის ბანკის“ დახმარებით, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლს რეგულარულად აბარებენ.
სისხლის ჩაბარების აქცია პერმანენტულად იმართება როგორც თბილისში, ისე საქართველოს ყველა რეგიონში და მასში სამინისტროს ყველა დანაყოფის თანამშრომელი მონაწილეობს. სამინისტროს აღნიშნულ აქციაში მონაწილეობის მიზანია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება.