რუსეთში ქართველი სპორტული კომენტატორი გარდაიცვალა
რუსეთში სპორტული კომენტატორი იური დარახველიძე გარდაიცვალა. ამის შესახებ სააგენტო „ტასი“ რადიოსადგურ „მაიაკზე“ დაყრდნობით იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, მიმდინარე წლის ივნისში დარახველიძეს ავტომობილი დაეჯახა და ის მძიმე მდგომარეობაში იყო ჰოსპიტალიზებული. ამ ინციდენტის შემდეგ მან ინფარქტი გადაიტანა.
დარახველიძე რადიოსადგურ „მაიაკის“ თანამშრომელი 1996 წლიდან არის. ასევე ის მუშაობდა გაზეთებში: „სოვეტსკი სპორტი“, „სპორტივნაია მოსკვა“ და ტელეარხ „ნტვ პლუსზე“. მისი სპეციალიზაცია ჩოგბურთი იყო.