თბილისის მე-18 საჯარო სკოლაში თანამედროვე სტანდარტების სპორტული დარბაზი მოეწყობა
თბილისის მე–18 საჯარო სკოლის მოსწავლეებს თანამედროვე სტანდარტების სპორტული დარბაზი ექნებათ.
ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, დარბაზს ექნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის ადაპტირებული სველი წერტილები და გასახდელი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე მე-18 სკოლას ეწვია და პირადად დაათვალიერა მიმდინარე სამუშაოები.