გიგლა აგულაშვილი შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანაშრომლებს შეხვდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანაშრომლებს შეხვდა და ექსპრესლაბორატორია დაათვალიერა. მაღალი დონის აპარატურა კანონდარღვევის ფაქტზე ოპერატიული და ეფექტური რეაგირების საშუალებას იძლევა. კერძოდ, საქართველოს საზღვაო სივრცეში შემოსული უცხო ქვეყნის თუ სხვა მცურავი საშუალებებიდან, ასევე, სანაპირო ობიექტებიდან ზღვის დაბინძურების შემთხვევაში, აღნიშნული აპარატურით, დროის მცირე მონაკვეთში შესაძლებელი ხდება დამაბინძურებელ – ნავთობშემცველ, სამეურნეო-ფეკალურ და სხვა წლებზე ლაბორატორიული კვლევების ჩატარება და შესაბამისი დასკვნების მომზადება.

გარდა ამისა, ექსპრესლაბორატორიული მოწყობილობებით დამაბინძურებელი ნივთიერებების გარდა, შესაძლებელია ზედაპირული წყლების სრული ქიმიური ანალიზის ჩატარება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები