მოქალაქე ალაზანში მანქანას რეცხავდა – წყლის რესურსების დაცვის დარღვევის ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა წყლის რესურსების დაცვის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.
ყვარლის მუნიციპალიტეტში მოქალაქე მდინარე ალაზანში რეცხავდა სატრანსპორტო საშუალებას.
აღსანიშნავია, რომ ავტომობილის არხში, მდინარეებში და ტბებში რეცხვისას იმღვრევა წყალი, მასში ჩაედინება შეწონილი ნაწილაკები, რაც თავისთავად უარყოფით გავლენას ახდენს წყალში არსებულ ცოცხალ ორგანიზმებზე. ასევე, არის შემთხვევები, როდესაც ადამიანები ავტომობილს სარეცხი საშუალებებით რეცხავენ, ქიმიკატები კი პირდაპირ წყალში ხვდება. ამასთან, ავტომობილი მოძრაობისას მუდმივად ისვრება საწვავ-საპოხი (ნავთობპროდუქტები) ნივთიერებებით, რომლებიც ძალიან დიდ ზიანს აყენებენ წყალში მცხოვრებ თითოეულ ორგანიზმს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები