გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სახერხი საამქრო დააჯარიმა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის განყოფილების თანამშრომლებმა
ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევისთვის სახერხი საამქრო დააჯარიმეს.
კერძოდ, ამბროლაურის რაიონის სოფელ სადმელში გამოვლინდა სახერხი საამქრო, რომლის ტერიტორიაზე არ იყო ბუნკერი და ნაგვერდულების დასასაწყობელი ადგილი. ამასთან, ნახერხი მოფანტული იყო სახერხების ტერიტორიაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები