თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

24 აგვისტოს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი  სხვადასხვა დაგეგმილი სამუშაოა.
ისნის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: მოსკოვის გამზირის, სამგორის, ჰოლბრუკის, იუნკერთა, ნადარეიშვილის, ქეთევან წამებულის, წინანდლის, გუთნის, ხახანაშვილის, ფოსტის, ნიორაძის, ახმეტის, თელავის, ქურხულის, საბადურის და ჩიხლაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
 
კრწანისის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: რუსთავის გზატკეცილის, გორგასლის და ნაკაშიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
 
საბურთალოს რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 11:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ბახტრიონის, კუტუზოვის, ტაშკენტის და გამრეკელის ქუჩების მაცხოვრებლებს.
 
ვაკის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 11:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: კოსტავას ქუჩის მაცხოვრებლებს.
 
გეგმური სამუშაოების გამო 11:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს.
 
ჩუღურეთის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: კლდიაშვილის, გოგი დოლიძის და ჩუბინაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
 
დიდუბის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 11:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დიღმის მასივის I კვარტლის, აღმაშენებლის გამზირის, თამარ მეფის გამზირის, წინამძღვრიშვილის, ლებანიძის და ბორჯომის ქუჩების მაცხოვრებლებს.
 
გლდანის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: მუხიანის IVბ მიკრორაიონის და გობრონიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
 
ნაძალადევის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ხეხილსანერგე მეურნეობის, კლდეკარის, ლაითურის, სუვოროვის, ლამისყანის, წერონისის, გორდის, სამღერეთის, ჟღენტის, ორბეთის, ნაქალაქევის, ხერთვისის და მაჩხაანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
 
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები