კახა კალაძე: ყველას გილოცავთ, ვისაც შეხება გქონიათ ენგურჰესთან და ვინც ეს ძეგლი კაცობრიობას აჩუქეთ

ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, მდინარე ენგური თავისი უდიდესი ჰიდროპოტენციალით  ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში იპყრობდა ყურადღებას.

ეს განცხადება ვიცე – პრემიერმა დღეს ენგურჰესის თაღოვანი კაშხლისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების ცერემონიალზე გააკეთა.

„მოგეხსენებათ, 2015 წელს ევროსაბჭოს და იუნესკოს გადაწყვეტილებით ევროპული კულტურის მემკვიდრეობის დღეების მთავარი თემა ინდუსტრიული მემკვიდრეობა იქნება. და საქართველოსთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის დიდი პატივია, რომ ენგურჰესი ამ სიაში მოხვდა. ჩვენ ვიმყოფებით ქართული ინჟინერიის, ეროვნული ჰიდრომშენებლობის უნიკალურ ძეგლთან – ენგურის კაშხალთან. ეს მდინარე თავისი უდიდესი ჰიდროპოტენციალით, ჯერ კიდევ გასული საუკუნის გარიჟრაჟზე იპყრობდა ყურადღებას. დიდი ნიკო ნიკოლაძის, საზოგადო მოღვაწის, პოლიტიკოსის, პუბლიცისტის რეალიზებული, ასრულებული ოცნებაა ის, რასაც დღეს ძეგლის სტატუსს ვანიჭებთ… და ეს სიამაყით, სრულფასოვნების შეგრძნებით აღავსებს თითოეულ ჩვენგანს“, – განაცხადა კალაძემ.

მან დღევანდელი დღე მიულოცა ყველას, ვისაც ენგურჰესთან შეხება ჰქონია. „გილოცავთ ყველას, ვისაც შეხება გქონიათ ენგურჰესთან, ვინც ეს ძეგლი აჩუქეთ ამჯერად უკვე კაცობიობას და დიდი მადლობა ყველას, ვინც დააფასა ქართული ჰიდროინჟინერიის ეს შესანიშნავი ქმნილება და მსოფლიოში გაუთქვა სახელი. გისურვებთ წარმატებებს, გისურვებთ დიდი და საშვილიშვილო პროექტების განხორციელებას ან მასში მონაწილეობას და რაც მთავრია, ვუსურვებ ყველას მშვიდობას და აღმშენებლობას“, – აღნიშნა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები