„დელტას“ დირექტორი: სტიქიის შეჩერება შეუძლებელი აღმოჩნდა

 გუშინ, კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარები ამოქმედებული იყო, – ამის შესახებ განცხადება „დელტას“ დირექტორმა უჩა ძოძუაშვილმა გააკეთა.

მისივე თქმით, პრევენციისთვის გასროლა ორი დღის წინ დაიწყო, თუმცა, მისივე განმარტებით, სტიქიის შეჩერება შეუძლებელი აღმოჩნდა.

„50 მილიმეტრის მარცვლების ფიზიკური დაშლა, რომლებიც შემოვიდა კახეთის ტერიტორიაზე, შეუძლებელია. თუმცა, ჩვენ ამ პროცესის შესარბილებლად მაქსიმუმი გავაკეთეთ და მივაღწიეთ იმას, რომ არ მოხდა ამ მარცვლების ზომაში მნიშვნელოვანი ზრდა“, – განაცხადა ძოძუაშვილმა.

კახეთის რეგიონის რამდენიმე რაიონი გვიან ღამით მოსულმა სეტყვამ დააზარალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები