საქართველოს მთავარ პროკურატურაში ტრენინგი ჩატარდა

საქართველოს მთავარ პროკურატურაში, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ორგანიზებით, ტერორიზმის დანაშაულის გამოძიების საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგს უძღვებოდნენ აშშ-ს იუსტიციის დეპარტემენტის კონტრტერორისტული განყოფილების უფროსი მრჩეველი სტივენ პონტიჩელო, აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს კონტრტერორისტული განყოფილების სპეციალური აგენტი პერი ვილსონი და საქართველოში აშშ-ს საელჩოს რეზიდენტი მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში მაიკლ გრანტი.
ამერიკელმა კოლეგებმა საქართველოს მთავრი პროკურატურის, კონტრტერორისტული ცენტრისა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებს ტერორიზმის დანაშაულის გამოძიებასთან დაკავშირებით გამოცდილება გაუზიარეს.
ტრენინგის დასასრულს გაიმართა დისკუსია მსგავსი კატეგორიის დანაშაულის გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობისას წამოჭრილ როგორც პრაქტიკულ, ისე სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. საქართველოს მთავარი პროკურატურა იმედს გამოთქვამს, რომ ტრენინგის მიმდინარეობისას მიღებული ცოდნა ქართველ გამომძიებლებსა და პროკურორებს მნიშვნელოვნად დაეხმარება მათი ყოველდღიური საქმიანობის წარმოებისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები