ნადირობის წესების დარღვევის ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხდველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ნადირობის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს. ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონაში გადამფრენ ფრინველებზე სამართალდამრღვევები შესაბამისი დოკუმენტაციის და აკრძალული საშუალებების გამოყენებით ნადირობდნენ. მოქალაქეებს არ ჰქონდათ სანადირო თოფის შენახვა-ტარების დამადასტურებელი მოწმობა. ამასთან, ისინი ნადირობდნენ ე.წ. მანოკით.