ძვირად ღირებული ალკოჰოლური სასმელების აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე მოქალაქე დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე, საქართველოს მოქალაქე ბიქტორ კიკაბიძე დააკავა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა თბილისში, ქართული აქციზური მარკის გარეშე მოახდინა ძვირად ღირებული ალკოჰოლური სასმელების, არაყი „ნეფტისა“ და კონიაკი „ჰენესის“ რეალიზაცია.
ორივე შემთხვევაში პროდუქცია ქართული აქციზური მარკის სავალდებულო დართვას ექვემდებარება.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.