თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. აღნიშნულის მიზეზი სარემონტო სამუშაოებია.
კომპანია “თელასის” ინფორმაციით, გლდანის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II და “ა” მიკრორაიონების, ვეკუას, ქერჩის, ხიზაბავრის, თიანეთის, ხიზანიშვილის, გაგრის, ულიანოვის, ანდრონიკაშვილის და ჭრებალოს ქუჩების მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, ბეთლემის, თუმანიანის, საადის, აჯიაშვილის, სამღებროს, კოტე აფხაზის და შარდენის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: პეტრე იბერის ქუჩის მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე კი, შეზღუდვა შეეხებათ: ყაზბეგის გამზირის და ბაგრატიონის ქუჩის მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: გოგებაშვილის, მაყაშვილის, გუნიას, კერესელიძის და ხოშტარიას ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: მნათობის, ჩეჩელაშვილის, თამარშენის და დავითაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: ჩოლოყაშვილის II მიკრორაიონის, სამგორის დასახლების, წულუკიძის, შანდორ პეტეფის, ლაღიძის და ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: ქუთაისის და ბაგრატიონის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: მოსკოვის გამზირის, ქაიროს, ჯავახეთის, შუამთის და საცხენისის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები