გია სოსანაშვილის წინააღმდეგ საქმის განხილვა ხვალ გაგრძელდება

იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გია სოსანაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის 7 მოწმე დაიკითხა. მათ შორის დაიკითხნენ გია სოსანაშვილის თანამშრომლები, პოლიციელები, რომლებმაც განაცხადეს, რომ მკვლელობის ჩადენამდე და შემდეგაც სოსანაშვილი ინტერესდებოდა ვაზაგაშვილის პიროვნებით და მისი ოჯახის წევრებით. ასევე გამოხატავდა მისდამი აშკარა უარყოფით დამოკიდებულებას.

როგორც საქმის პროკურორმა ლაშა ცქვიტარიამ პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, დღესვე დაიკითხა სამი გენეტიკური ექსპერტი, რომლებმაც განაცხადეს, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე აფეთქებული ხელყუმბარის ბერკეტზე აღმოჩენილია სოსანაშვილის დნმ-ის კვალი.

პროცესის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა ბრალდებულის ადვოკატმაც.

კომენტარი გააკეთა ბრალდებულის ადვოკატმა სოსო ჯოგლიძემაც.

ჯოგლიძის თქმით, მან ექსპერტებს შეკითხვები დაუსვა იმასთან დაკავშირებით, შესაძლებელია თუ არა ბიოლოგიური ნაწილაკების გადატანა.

მისი თქმით, ექსპერტებმა მას უპასუხეს, რომ ეს შესაძლებელია. “ეს ნიშნავს იმას, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის დნმ-ის ნიმუში აღებულია დაკავებამდე და შემდეგ გადატანილია აფეთქების ადგილას”, – აღნიშნა სოსო ჯოგლიძემ.

სოსანაშვილის წინააღმდეგ სასამართლო განხილვა ხვალ, 14:00 საათზე განახლდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები