პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, ირაკლი ქადაგიძის მიმართ შესაძლოა, გამოძიება დაიწყოს

კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის, ირაკლი ქადაგიძის მიმართ შესაძლოა, გამოძიება დაიწყოს. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდების მხარის ერთ-ერთმა მოწმემ, პატიმრობაში მყოფმა მალხაზ დავლიანიძემ სასამართლოს ჩვენება მისცა.

მალხაზ დავლიანიძის თქმით, 2006 წლის ორ მაისს, კორტების სპეცოპერაციის დღეს დაიბარეს კრიმინალურ პოლიციაში; როდესაც მივიდა, გასამრჯელოს სახით ნარკოტიკის მიღების შემდეგომ დაავალეს, ეთქვა, რომ სპეცოპერაციის ადგილზე იყო და უშუალოდ დაინახა, როგორ ისროდნენ ზურაბ ვაზაგაშვილის ავტომობილიდან პოლიციის მისამართით.

ასევე მოწმემ აღნიშნა, რომ სისტემატურად აძლევდნენ მსგავს დავალებებს ირაკლი ფირცხალავა, გიორგი ცააძე და ირაკლი ქადაგიძე.

მალხაზ დავლიანიძის ჩვენების შემდეგ საქმის პროკურორმა ამირან გულუაშვილმა აღნიშნა, რომ გამოძიების დაწყების საფუძველი არსებობს, რადგან მოწმემ ირაკლი ქადაგიძე და სხვა პირები ამხილა დანაშაულში, კერძოდ, მტკიცებულებების ფალსიფიკაციაში და ნარკოტიკების გასაღებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები