ბერძენმა სამართალდამცველებმა 7 ქართველი დააკავეს – ფოტოკოლაჟი

ბერძნული მედია საქართველოს იმ მოქალაქეების დაკავების ფოტომასალას ავრცელებს, რომელიც საქართველოში დღეს გახმაურდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა საქართველოს 7 მოქალაქე დააკავეს, 2-ს კი ეძებენ.

შეგახსენებთ, რომ ბერძენი სამართალდამცველები ქართველ ცოლ-ქმარს კუნძულ იდრაზე მომხდარი მკვლელობის, ყაჩაღობის და ფულის გატაცების გამო ეძებენ.

ბერძენი სამართალდამცველების ინფორმაციით, ხელფეხშეკრული 67 წლის მამაკაცი წამებისას გარდაიცვალა. თავდამსხმელების წასვლის შემდეგ კი, დაბმულმა ქალმა პოლიციაში დარეკვა შეძლო. სამართალდამცველებმა მომხდარის ღამესვე 7 ქართველი დააკავეს, ორმა ბრალდებულმა კი, რომლებსაც საქმის მასალების მიხედვით, 40 ათასი ევრო მიჰქონდათ, კუნძულიდან ათენში გადასვლა შეძლო.

საბერძნეთში მომხდარი დანაშაულის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საბერძნეთში საქართველოს საკონსულო აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ სამართალდამცავებთან. თუმცა, ამ ეტაპზე საქართველოს მოქალაქეების ვინაობა არ ხმაურდება.

ydr-0

ydr-1

ydr-2

ydr-3

ydr-4

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები