საბერძნეთში ქართველ ცოლ-ქმარს მკვლელობის და ყაჩაღობის გამო ეძებენ

ბერძენი სამართალდამცველები ქართველ ცოლ-ქმარს კუნძულ იდრაზე მომხდარი მკვლელობის, ყაჩაღობის და ფულის გატაცების გამო ეძებენ – ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2” ბერძნულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბერძენი სამართალდამცველების ინფორმაციით, ხელფეხშეკრული 67 წლის მამაკაცი წამებისას გარდაიცვალა. თავდამსხმელების წასვლის შემდეგ კი, დაბმულმა ქალმა პოლიციაში დარეკვა შეძლო. სამართალდამცველებმა მომხდარის ღამესვე 7 ქართველი დააკავეს, ორმა ბრალდებულმა კი, რომლებსაც საქმის მასალების მიხედვით, 40 ათასი ევრო მიჰქონდათ, კუნძულიდან ათენში გადასვლა შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები