თბილისში ბრაკონიერების ორი ჯგუფი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, უკანონო თევზჭერის აღკვეთის მიზნით, მასშტაბური პრევენციული ღონისძიებების გატარებას განაგრძობს.

თბილისში, მდინარე მტკვარზე პატრულირების შედეგად დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა ბრაკონიერების ორი ჯგუფი გამოავლინეს.

სამართალდამრღვევები თევზაობდნენ კანონმდებლობით აკრძალული მოწყობილობით – ელექტროშოკური აპარატით.

ბრაკონიერებს მოპოვებული ჰქონდათ 60კგ-მდე ხრამულის სახეობის თევზი.

სამართალდამრღვევებს ჩამოერთვათ კანონდარღვევის ჩადენის იარაღები: ელექტროშოკური აპარატი, ჩოგან-ბადე და უკანონოდ მოპოვებული თევზი.

ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა შესაბამის ორგანოებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები