კახეთში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, საგარეჯოს სატყეო უბანში (ტყის ფონდში) სამართალდამრღვევმა უკანონოდ მოიპოვა 1,00 კბ/მ რცხილის სახეობის მეორე ხარისხის ხე-ტყე.
შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.