მოქალაქეს, რომელიც სანადირო თოფით ნადირობდა, რეგისტრაციის მოწმობა არ ჰქონდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ-ცენტრალური სამმართველოს მცხეთა-მთიანეთის სამსახურის თანამშრომლებმა ნადირობის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მცხეთის რაიონის სოფელ წილკნის მიმდებარე მინდვრებში მოქალაქე ნადირობდა გადამფრენ ფრინველზე გლუვლულიანი თოფით, რომელსაც რეგისტრაციის მოწმობა არ ჰქონდა თან. მწყერი მონადირებული არ ჰყავდა.